გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა

24 მაისი 2019, 21:05 1372 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა - იუსტიციის საბჭოს მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მასთან ერთად მხარი დაუჭირეს ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას.  

ცნობისთვის, ამ  2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი განიხილებოდა. იუსტიციის საბჭომ კენჭისყრით ჯამში 43 მოსამართლე დანიშნა. მათ შორის უნდა ყოფილიყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრებიც, თუმცა, მათ კენჭისყრის დაწყებამდე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.


ეს კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა და 6 თვის თავზე დასრულდა. სწორედ ამის გამო საბჭოს არამოსამართლე წევრები კონკურსის მიზანმიმართულ გახანგრძლივების შესახებ გამოთქვამენ ეჭვს და  პროცესს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უკავშირებენ.

ცნობისთვის, კონკურსში აჭარიდანაც მონაწილეობდნენ მოსამართლეები, მათ შორის დავით მამისეიშვილი, რომელსაც თბილისში სურდა გადასვლა, თუმცა იგი კონკურსის გზით არ შეარჩიეს, ანუ მამისეიშვილი რჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
 

ასევე არ დაკმაყოფილდა თამარ ბეჟანიშვილის კანდიდატურაც, არ დაუჭირეს მხარი ხვიჩა კიკალიშვილის და დავით გელაშვილის ხელვაჩაურიდან ბათუმის სასამართლოში გადასვლის საკითხსაც. მხარი დაუჭირეს ჯუმბერ ბეჟანიძის უვადოდ გამწესების საკითხს. ირაკლი შავაძის კანდიდატურა კი კენჭისყრამდე არ მისულა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში