ვინ დაიჭერს მინისტრის პოსტს - ყოფილი მინისტრის მოადგილე კონსულტაციებს არ ადასტურებს 

26 მაისი 2019, 21:50 3593 ნახვა

განათლების კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა.

ჟურნალისტი: როცა  დაინიშნეთ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ, სხვადასხვა წრეებში, მათ შორის ოპოზიციაში საუბრობდნენ, რომ მოიაზრებოდით მინისტრის შემცვლელად. ამ ფაქტთან დაკავშირებით კონსულტაციები იმ დროს თუ იყო, ან ახლა თუ იყო ამ საკითხზე საუბარი, დაადასტურებთ თუ არა?

ალექსანდრე დავითაძე: "სამწუხაროდ მსგავს ფაქტს მე ვერ დაგიდასტურებთ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ვარ ახალგაზრდობის მიმართულების კურატორი და ამ მიმართულებით ვმუშაობ შესაბამისად, ვერ დაგიდასტურებთ ჩემი მინისტრობის კანდიდატურის შესახებ ვერანაირ ინფორმაციას" . 

რა გახდა განათლების მინისტრის გადაყენების მიზეზი და ჰქონდა თუ არა მთავრობის თავმჯდომარეს ინგა შამილიშვილის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები _ მინისტრის მოადგილე დეტალებზე არ საუბრობს.

“სამწუხაროდ მიზეზებზე ვერ გესაუბრებით,  პროცესებს ალბათ თქვენც აკვირდებოდით, მე კონკრეტული მიზეზი არ შემიძლია დავასახელო თუ რატომ იქნა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული. თუ მთავრობის თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო, ყველა ჩვენთაგანი მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმებით. მე შენიშვნებზე არ შემიძლია გესაუბროთ, მე პირველ თებერვალს დავინიშნე და გვქონდა კონკრეტული ვადები და დავალებები, რომელიც, ვფიქრობ,  რომ შევასრულეთ. მინისტრის გადაყენების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან გავიგე, როდესაც  ტელევიზიებს მისცა კომენტარი. მთავრობის თავმჯდომარეს ექსკლუზიურად აქვს ეს უფლება და თუ მან გადაწყვიტა, ნიშნავს რომ მისი გადაწყვეტილებით ეს იყო მიზანშეწონილი“ - განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ.

მისი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე შეასრულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში