ქართულენოვანმა ფილმა ტარანტონის ფილმს გადაასწრო - კანში კრიტიკოსების რეიტინგები გამოქვეყნდა

27 მაისი 2019, 13:56 2705 ნახვა

კანის კინოფესტივალზე ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" /And Then we Danced/ კრიტიკოსთა შეფასებების ათეულში მოხვდა. ფილმმა, "ძალიან კარგ ფილმებს" შორის, მეშვიდე ადგილი დაიკავა და უსწრებს ისეთი რეჟისორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო და კენ ლოუჩი.

ქართულენოვანი ფილმი, ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ოქროს პალმის რტოს მფლობელი და კრიტიკოსთა შეფასებების რეიტინგის ლიდერი კი არის სამხრეთ-კორეული შავი კომედია - “პარაზიტი”, ხოლო კვენტინ ტარანტინოს ბოლო ნამუშევარი Once Upon a Time in Hollywood მეთერთმეტე პოზიციას იკავებს

წყარო: ფილმის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში