''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი როინ ზოიძე ბათუმის საკრებულოს ტოვებს

27 მაისი 2019, 17:44 2795 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს.

უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დეპუტატმა განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს, 27 მაისს მიმართა.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმი საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან როინ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად, ოჯახური მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ გარკვეული პერიოდით ის უცხოეთში მიდის. 

სავარაუდოდ, მას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' სიის შემდეგი ნომერი, გელა დეკანაძე ჩაანაცვლებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში