ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

28 მაისი 2019, 17:36 4796 ნახვა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესისი ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამის შესახებ დადგენილება ვებგვერდზე, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა. 

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ვლადიმირ ზელინსკის გადაწყვეტილებას, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 

''მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, დიდება უკრაინას...'' დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში