ზელენსკის ეს გადაწყვეტილება ძვირი დაუჯდება თუ არა ვერ ვიტყვი - გია ვოლსკი

28 მაისი 2019, 17:55 2103 ნახვა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ზელინსკის ეს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება. 

გიორგი ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია, თავად თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ.

''საქართველოს მოქალაქეობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ. იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს, თუმცა მისმა კონსტრუქციულობამ დიდხანს ვერ გაძლო, ვინაიდან უსაფუძვლო ლიდერობა მის ფსიქოტიპში ზის. ზელენსკის ეს გადაწყვეტილება ძვირი დაუჯდება თუ არა ვერ ვიტყვი, უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, პარტნიორი ქვეყანა, ზელენსკის მის ადმინისტრაციასთან პარლამენტთან ურთიერთობა არის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება'' - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში