ამ გადაწყვეტილებისთვის ზელენსკის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს - ლევან კობერიძე  

28 მაისი 2019, 18:33 1690 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების გამო, ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

''ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც. მათ შორის უკრაინაში ოპონენტები ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ მწვავე პოლიტიკურ ჭრილში შეაფასებენ. ჩემი მოსაზრება ასეთია. საქართველოსთვის, მიხეილ სააკაშვილის ადგილი, რეალურად თავის გონებაშიც და სამართლებირივი თვალსაზრისითაც საკმაოდ მკაფიოდაა განსაზღვრული. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები წაყენებული და შესაბამისად, თუ იგი საქართველოში მოხვდება, იქნება ის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, რაც არის კანონით გათვალისწინებული,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესისი ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში