მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს /სიუჟეტი/

29 მაისი 2019, 18:11 983 ნახვა

რამდენიმე დღეში კიდევ ერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდა ისე, რომ ამის შესახებ ადრესატმა ამჯერადაც პირველად მედიით გაიგო. ბაგრატ მანველიძის მოთხოვნის საფუძველზე რეგიონის პირველმა პირმა, აჭარის განათლების მინისტრის შემდეგ თანამდებობიდან აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გადააყენა. თუმცა ბრძანებაში არ წერია გათავისუფლების მიზეზებზე.

თავად ორგაველიძე ამბობს, რომ ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში არ მიუღია არავითარი შენიშვნა და ეს გადაწყვეტილება იყო მისთვის მოულოდნელი, გათავისუფლების მოტივი კი ამ დრომდე უცნობი.  რეგიონის პირველი პირი სამუზეუმო სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და არ გამორიცხავს სხვა საკადრო ცვლილებებსაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში