პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს, თუმცა მიზეზს მალავენ

30 მაისი 2019, 13:46 2678 ნახვა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. შეკამათება ლევან გოგიჩაიშვილს, მიხეილ ყაველაშვილსა და მუხრან ვახტანგაძეს შორის იყო, თუმცა რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით გაუგებარია. 

სხდომათა დარბაზში შეკამათების შემდეგ, დეპუტატები კაბინეტში გავიდნენ, სადაც კამათი კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.

დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს მიხეილ ყაველაშვილი. ის აცხადებს, რომ შეკამათება პირად საკითხზე მოუვიდათ.

“ჩვენც ადამიანები ვართ და შეგვიძლია ხანდახან პირად საკითხებზე ვისაუბროთ. ბოდიშს ვიხდი, რომ სესიაზე მოგვივიდა. პირად საკითხზე გვქონდა საუბარი და კამათი”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში