ზონალური საბჭოს მორიგ სხდომაზე, მაღალსართულიან შენობების აშენებაზე უმეტეს პროექტს უარი ეთქვა

30 მაისი 2019, 15:27 1384 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს მორიგ სხდომაზე , მაღალსართულიან შენობების აშენებაზე უმეტეს პროექტს  უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ჯერ კოეფიციენტის პირობები უნდა შეთანხმდეს მერიასთან და შემდეგ უნდა იქნას გატანილი საბჭოზე. ასევე ეჭვქვეშ დააყენეს სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული კვლევები. ხმაური გამოიწვია თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წარდგენილმა სამშენებლო პროექტმა.

 საბჭოს  წევრების  მოსაზრებით,  ეს ტერიტორია სკვერი იყო, რომელიც 2007 წელს დაუდგენელ ვითარებაში გასხვისდა. ამიტომ იქ კორპუსის აგება და სანაპირო სივრცის გადაკეტვა არამართებულად მიიჩნიეს. კერძო მესაკუთრეს საბჭოს ადრინდელი გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში