საინფორმაციო და შემოქმედება ერთნაირად უნდა განვითარდეს - დირექტორობის კანდიდატი ბაჩო გურაბანიძე

30 მაისი 2019, 18:59 3566 ნახვა

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, დღეს ყველაზე ხანგრძლივი გასაუბრება ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატთან - ბაჩო გურაბანიძესთან ქონდა. 

ის აჭარის მაუწყებლის თანამშრომელია, რომელმაც თავის კონცეფციაში ყურადღება სტრუქტურულ ცვლილებებზე და ტექნიკურ გადაიარაღებზე გაამახვილა. პრობლემათა ჩამონათვალში ჰქონდა შენობის საკითხი დააყენა. 

დისკუსია ბაჩო გურაბანიძესა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს პრიორიტეტებზე ჰქონდათ, რომელიც საინფორმაციო და შემოქმედებით სამსახურებს შეეხებოდა. 

ნატა იმედაიშვილი: საინფორმაციოში უფრო მეტ ფულს დახარჯავდი, ტექნიკურ რესურს ვგულისხმობ, თუ შემოქმედებაში, რომელსაც ახლა წარმოადგენ? რომელი იქნება პრიორიტეტული შენთვის?

ბაჩო გურაბანიძემ უპასუხა, რომ ორივე სამსახური ერთნაირად უნდა განვითარდეს და პრიორიტეტი არ უნდა ჰქონდეს რომელიმეს: - "ეს უნდა მოვიკვლიოს ტექნიკურმა სამსახურმა, რომელს უფრო სჭირდება კამერა. მხოლოდ შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებას" . 

თუ მოვიკვლიეთ და ორივეს ერთნაირად სჭირდება? - ჰქონდა რეპლიკა ბორდის მეორე წევრს, გიორგი ირემაძეს. 

''მაგალითად, შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც სადღაც მიდის ტყეში სამი დღით და უნდა კადრის გადასაღებად კამერა, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ქონდეს მას ტექნიკური აღჭურვილობა და პრიორიტეტული რატომ უნდა იყოს საინფორმაციოს კადრი? პრიორიტეტული ისიც უნდა იყოს და ესეც. საინფორმაციოშიც და შემოქმედებაშიც ერთნაირად მუშაობენ ადამიანები და უნდა ქონდეს ნორმალური პირობები, რომ ნორმალური პროდუქტი შექმნან" - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ.  

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კანდიდატი ამბობს, რომ ტელევიზიას სჭირდება ფინანსური რესურსის მოძიება ახალი დონორებისა და სპონსორების სახით. ბაჩო გურაბანიძის თქმით, მედიასაშუალების სტრუქტურა უნდა იყოს უფრო მეტად მობილური, რომ მარტივად შეძლონ თანამშრომლებმა საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება.

ყურადღება გაამახვილა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის გაძლიერებაზე, ისაუბრა დისციპლინარულ პრობლემაზე, რომელიც არსებობს მაუწყებელში. 

"უმნიშვნელოვანესია არცერთ ადამიანს არ გაუჩნდეს ეჭვი, იმისა რომ რაღაც ჩარევა ხდება მაუწყებლის მართვაში. საინფორმაციოს მიმართულებაში, ბალანსში, იმაში რომ პოლიტიკური და კომერციული ზეგავლენიდან ეს არხი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ერთხელ და სამუდამოდ ამაზე საუბარიც უნდა დასრულდეს. ორი დირექტორის პირობებში ვცდილობდით, რომ ეს სტრუქტურა ფუნქციონალური ყოფილიყო. თუმცა ამის შესაძლებლობა არ მომეცა.  ჩვენ, მაუწყებლის თანამშრომლები, ყველა ნაბიჯზე ვაწყდებით პრობლემას, მინიმუმ დისციპლინასთან დაკავშირებით, რაც დამანგრეველია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. სად არის სკამი, სად არის მაგიდა, სად არის სამონტაჟო კომპიუტერი, სად დავჯდეთ, ვის ოთახში შევიხიზნოთ და ამ ფონზე სრულიად ლეგიტიმულია მათი საფუძველი არ გამოცხადების" - ამბობს ბაჩო გურაბანიძე.

ასევე საუბრობს იმაზე, რომ უფლება-მოვალეობები არ არის გაწერილი ხელშეკრულებებში და თანამშრომლების ფუნქციები გაუგებარია. ხშირ შეთხვევაში კი აცდენილია კონკრეტულ ფუნქციებს.  

ბაჩო გურაბანიძემ ყურადღება გაამახვილა რადიოზეც. მიიჩნევს, რომ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ აჭარის რადიო სხვადასხვა რეგიონში,  სხვადასხვა სიხშირეზე ისმინება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში