''ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს ერთადერთი სწორი გზაა - პრემიერი საპენსიო რეფორმაზე

31 მაისი 2019, 12:57 1807 ნახვა

პრემიერ მინისტრმა დღეს პარლამენტში, საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვეა ამოქმედდა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ღირსეული საპენსიო სისტემის შესაქმნელად ეს ერთადერთი, გამოცდილი და სწორი გზაა. 

''ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოს არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზე დავას მე ვფირობ აზრი არ აქვს. ამაზე ტყულად დავკარგავთ ტქვენს და საზოგადოების დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით მომავალში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, პენსია ორჯერ მეტი იქნებოდა, ეს რეფორმა 15 წლის წინ, რომ დაწყებულიყო.

''15 წლის წინ რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები. ამავე დროს, ვერ იქნებოდა პოპულისტური განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ. ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა, ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მე მინდა, ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება ერთხელ  და სამუდამოდ  მოგვარებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში