ახლა გვმართებს განსაკუთრებით ყურადღებით თავდაუზოგავი შრომა - თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2019, 13:26 1618 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს უთხრა, რომ გუშინ რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქმეები არ უნდა შეფერხდეს, ამისთვის კი თავდაუზოგავად და ყურადღებით უნდა იმუშაონ.

თორნიკე რიჟვაძემ საჯარო მოხელეებს სხდომიდან მიმართა და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა. 

მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თანამდებობა ხელშეუხებლობის გარანტი არ არის. 

" ჩვენი ხედვა არის, რომ ყველა კანონის წინაშე თანასწორია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა არ არის ხელშეუხებლობის გარანტია, არ გვჭირდება ზედმეტი პოლემიკა ამ ნაწილში - ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პატივი ვსცეთ უდანაშაულობის პრეზუმციას. მოგმართავთ თქვენ და ყველა საჯარო მოხელეს, რომ მაქსიმალურად მოხდეს კოორდინაცია, მობილიზაცია, არ შეფერხდეს საქმე. ახლა გვმართებს განსაკუთრებით ყურადღებით, თავდაუზოგავი შრომა და ყველა დასახული ამოცანის შესრულება, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება ფრიადზე" - უთხრა მინისტრებს მთავრობის თავმჯდომარემ. 

გუშინ ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში