როდის დატოვებ თანამდებობას?- დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ მინისტრს

31 მაისი 2019, 13:54 1737 ნახვა

,,დაისვენოს თვითონ, დაგვასვენოს ჩვენც, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი. მე ვფიქრობ, რომ რასაც დღეს, ეს ადამიანი აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა. ამ პარლამენტშიც ფიქტიურად მოდის, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის და პრინციპში დღეს ქვეყანას ეტყობა, რომ არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი,“ - წუთნახევრიანი მოხსენება  დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტარებს საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებისთვის გამოიყენა.. 

ჭიჭინაძემ მოხსენების ბოლოს პარლამენტარებისგან  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსის განსაზღვრაც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს უსმენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში