„არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა“ ომბუდსმენი

01 ივნისი 2019, 15:13 1120 ნახვა

ბავშვთა უფლებების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, კვლავ არასაკმარისად მიიჩნევს, სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია, განსაკუთრებით გამოყოფს ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის საკითხს. ტექსტში აღნიშნულია, რომ  ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ნაწილი არ ფლობს სათანადო უნარებს, დროულად აღმოაჩინოს და გამოავლინოს ძალადობა.

ომბუდსმენის თქმით, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა კვლავ მომავლის საქმეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში