კომპანია მერიის წინააღმდეგ - სასამართლო დავა

03 ივნისი 2019, 18:20 1141 ნახვა

ინდმეწარმე დავით სიჭინავა ბათუმის მერიისგან  2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე  შესრულებული სამუშაოების და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას  ითხოვს.  ინდმეწარმე სასამართლოსთან რამდენიმე  წესით დავობს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა უარგუმენტოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც კომპანიამ იზარალა. 

კომპანიის ინტერესების დამცველებმა  სასამართლო პროცესზე როგორც განმარტეს,   ბათუმში 27 ქუჩის რეაბილიტაციას ხარისხიანად ასრულებდნენ, სამუშაოების ნაწილი კიდეც დაასრულეს,  თუმცა მერიამ მოულოდნელად ხელშეკრულება შეუწყვიტა და თანხაც არ  გადაუხადა. უფრო მეტიც ადვოკატის განმარტებით,  მერიის მაღალჩინოსნები სამუშაოების  მწარმოებლებს თანხა მოსთხოვე.    ბათუმის მერიის ინტერესების დამცველმა როგორც პროცესზე განმარტა, ინდმეწრამესთან ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შეწყვიტა. იურისტს  მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში