გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია დასრულდა

03 ივნისი 2019, 18:37 1511 ნახვა

სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია, სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავდა, ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის გარდა, ასევე განხორციელდა სანიაღვრე არხის სახლის დაერთებები.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზის მიხედვით შესრულდა, რომლის ღირებულება 2 მილიონ 138 ათას ევროზე მეტია, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე ასევე დაწყებულია გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოეწყობა, ბორდიურები, ტროტუარები და მწვანე საფარი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში