ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი

21 აგვისტო 2016, 00:00 4498 ნახვა

ნანი ბრეგვაძემ 80 წლის იუბილე ბათუმში კონცერტით აღნიშნა. ღონისძიებაში, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მონაწილეობდნენ. ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასევე, რამდენიმე ნომერი ნანი ბრეგვაძემ  ანსამბლ ,, ბათუმთან’’ ერთად  შეასრულა. კონცერტზე როგორც ქართული, ასევე რუსული რომანსები გაჟღერდა. საიუბილეო საღამო,  მომღერალმა თავისი საყვარელი სიმღერით, მთაწმინდათი დაასრულა. ორგანიზატორების თქმით, ამით მისი საიუბილეო წელი დაიწყო და ქართული ესტრადის ლეგენდა ტურნირებს საზღვარგარეთაც გამართავს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთაA დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში