44 ქვეყნის მიერ ინიცირებული გაეროს რეზოლუცია

05 ივნისი 2019, 21:32 1246 ნახვა

წელს პირველად, გაერომ საქართველოსთან ერთად 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო - საუბარია დოკუმენტზე, რომელიც  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს განსაზღვრავს - რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას - დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა.

წელს პირველად შეიკავა თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან სომხეთმა, ქვეყანა აქამდე წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ხელისუფლება აქცენტს იმაზე, აკეთებს, რომ ახლა საქართველოსთან ერთად უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს ერთდროულად რუსეთს აგრესორად, ისინი ინიციატივის თანაავტორებიც არიან. ოპონენტები კი მხარდამჭერთა რიცხვის შემცირებაზე აკეთებენ აქცენტს და დიპლომატიურ სამსახურებს მუშაობას უწუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში