9 რჩევა, როგორ დაიცვათ ანგარიშები ონლაინ თაღლითებისგან

07 ივნისი 2019, 11:19 8103 ნახვა

ინტერნეტთაღლითობა მსოფლიოში გავრცელებული დანაშაულია და მას ხშირად ვხვდებით საქართველოშიც. ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, ეს არის გზა პირადი მონაცემების, პაროლების, საბანკო ინფორმაციისა თუ კომპიუტერში არსებული მასალების უცხო ხელში აღმოსაჩენად. ამისათვის, ონლაინ კრიმინალები ქმნიან ყალბ ვებ-გვერდებს, გავსებინებენ იქ არსებულ ველებს და თქვენივე ხელით გართმევენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.

თავდაცვის ზომები:

  • არავის გაანდოთ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში. დარწმუნდით, რომ იმყოფებით ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე.
  • არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wi-Fi“-ის ქსელიდან და საერთოდ, არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. Wi-Fi ქსელთან დაკავშირება ერთგვარი მონაცემთა მიმოცვლაა.
  • კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები. 
  • გაააქტიურეთ ტელეფონში კოდით გახსნის ფუნქცია;
  • მობაილბანკში მუშაობა დაასრულეთ "გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით;
  • მობილური ტელეფონის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად წაშალეთ მობაილბანკის აპლიკაცია;
  • არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი.
  • არ გაგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;
  • თქვენგან საჭიროა მეტი ყურადღება, სიფრთხილე და დაკვირვება, რადგან ინტერნეტთაღლითები სხვადასხვა ბანკის სახელს, ლოგოს, ყალბი ვებგვერდის მისამართებს არიან ამოფარებულები.
ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში