დეპუტატებს შორის კამათის საგანია უმაღლესი საბჭოს შენობის შესაძლო შეცვლის საკითხი

06 ივნისი 2019, 21:32 2285 ნახვა

მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გარდა დეპუტატებს შორის განხილვის და კამათის საგანია უმაღლესი საბჭოს შენობის შესაძლო შეცვლის საკითხი. მთავარი კითხვა შემდეგია - უნდა გადავიდეს თუ არა საბჭო ჩაქვიდან ბათუმში? ოპოზიციაში ამას ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ რეგიონში სხვა არაერთი პრობლემაა, რისი მოგვარებაც აუცილებელია.

შენობის საკითხი ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არაა, თუმცა ამას ჰყავს მომხრეები მმართველ გუნდში - განიხილება ხელოვნების უნივერსიტეტის დროებით სარგებლობაში არსებული ობიექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა და ამისთვის 12 მილიონი ლარიც დაიხარჯა. რას ფიქრობს ხალხი - ქუჩაში ჩავწერეთ მოქალაქეები, გარდა ამისა ჩვენს მკითხველს, ფეისბუქზეც აქვს შესაძლებლობა დააფიქისიროს საკუთარი მოსაზრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში