სამი საათია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტარები უსმენენ

07 ივნისი 2019, 15:01 1712 ნახვა

სამი საათია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტარები უსმენენ. ნათია თურნავამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რამდნიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის,  ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა  და  გაზპრომთან“ დაკავშირებით.

თურნავას განცხადებით, არსებობს  გარანტიები, რომ სტრატეგიული მომხმარებლის სეგმენტი იქნება დაფარული აზერბაიჯანული გაზით. მინისტრის თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი გაზიფიცირების 3-წლიან გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება. ეკონომიკის მინისტრით გამოსვლით უკმაყოფილოა ოპოზიცია, აქ ამბობენ, რომ ნათია თურნავას ახალი არაფერი უთქვამს და მისი მოსაზრებები მცდარია. ოპოზიციამ  აქცენტი ხელისუფლების შესაძლო კორუფციულ ინტერესებზე გააკეთა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში