რა ეტაპზეა მურათლი-მარადიდის საბაჟო პუნქტის გახსნის საკითხი?

07 ივნისი 2019, 21:13 2267 ნახვა

„თურქული მხარე მზადაა გახსნას მურათლი-კირნათში სახმელეთო საზღვარი“ - ამის შესახებ აჭარის მთავრობა ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა - მზაობას თურქეთი ახლაც ღიად გამოხატავს. ირინე წუწუნავამ ჩაწერა თურქეთის მეჯლისის წევრი ართვინიდან. დეპუტატი ამბობს, რომ თურქეთი საქართველოდან ელოდება პოლიტიკურ ნებას. საქართველოში დამატებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსპექტივა წლებია განიხილება, წლებია შედეგს ელოდებიან ნათესავები, რომლებიც საზღვარმა დააშორა.

ის რომ ახალი გამშვები პუნქტი შეამცირებს ამ მოქალაქეებისთვის, მგზავრობის მანძილს და ორ რეგიონს შორის მოქალაქეთა გადაადგილებას გაამარტივებს - ამას ყველა მხარე აღიარებს, აღიარებულია საჭიროებაც, კონკრეტული ნაბიჯები კი ჯერ ისევ არ ჩანს. საქართველოს მთავრობაში, დღეს საპასუხო კომენტარზე რამდენიმე უწყებაში უშედეგოდ გადაგვამისამართეს - პარლამენტში კი სავაჭრო და ეკონომიკურ-ურთიერთობებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში