„სამართლიანი არჩევნების“  მონიტორინგის შედეგები

10 ივნისი 2019, 12:12 1133 ნახვა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო დღის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

მონიტორინგის მიხედვით, კენჭისყრის პროცესის დროს ტენდენციის სახით გამოვლინდა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რაც ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში  თითო საჩივარი წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში