აჭარის განათლების მინისტრის ორი მოადგილის პოსტი ვაკანტურია

10 ივნისი 2019, 12:16 1131 ნახვა

აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის  მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამდებობები შეინარჩუნეს მოქმედმა მოადგილეებმა _ ალექსანდრე დავითაძემ და ბადრი ნაკაშიძემ.  რა გადაწყვეტილებას მიიღებს კიდევ ორ მოადგილესთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

მინისტრის კომენტარს ველოდებით. მაია ხაჯიშვილმა  პირველი მოადგილე  და  კულტურის მიმართულებით კურატორი უნდა წარადგინოს. ამ პოზიციებზე ბაგრატ მანველიძე და თეონა ბერიძე მუშაობდნენ. კანონმდებლობის მიხედვით, მოადგილეები მინისტრის უფლებამოსილების ვადით ინიშნებიან.  მინისტრის გათავისუფლების შემდეგ კი ისინი ავტომატურად ტოვებენ თანამდებობებს.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში