აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა

10 ივნისი 2019, 15:12 3656 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა. თანამდებობები შეინარჩუნეს მოქმედმა მოადგილეებმა --ალექსანდრე დავითაძემ და ბადრი ნაკაშიძემ. მაია ხაჯიშვილმა კიდევ ორი მოადგილე უნდა წარადგინოს, მათ შორის პირველი მოადგილე და კურატორი კულტურის მიმართულებით. ამ პოზიციებზე ბაგრატ მანველიძე და თეონა ბერიძე მუშაობდნენ. შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობას ძველი შემადგენლობიდან სხვებიც _  გვარების დასახელებიგან თავს იკავებს  მინისტრი და ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციების რეჟიმში მუშაობს.  

კანონმდებლობის მიხედვით, მოადგილეები მინისტრის უფლებამოსილების ვადით ინიშნებიან.  მინისტრის გათავისუფლების შემდეგ, ისინი ავტომატურად ტოვებენ თანამდებობებს. სავარაუდოდ  ამ კვირაში დაკომპლექტდება ახალშექმნილი ახალგაზრდობის ცენტრიც. კონკურსის დასკვნით ეტაპზე დირექტორობის მსურველი 11 კანდიდატია. რაც შეეხება ცენტრის უფროსის მოადგილეს, ამ პოზიციაზე დავით მიქელაძე შეირჩა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში