პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

10 ივნისი 2019, 21:42 1472 ნახვა

ამავე სხდომაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას ეხებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრის შეკითხვა. ზურაბ ჭიაბერაშვილის საპასუხოდ კი კობა გვენეტაძე ირწმუნება, რომ საქართველო 10 ყველაზე მიმზიდველ  ქვეყანას შორის რჩება. იგი კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს. საქსტატმა მონაცემები დღეს განაახლა -  საუბარია 2019 წლის პირველ კვარტალზე, რაც 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6.3 პროცენტით ნაკლებია.

ჯამში შეადგინა 281.1 მილიონი ამერიკული დოლარი. სტატისტიკის ეროვნულ დეპარტამენტში შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას და საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლას ასახელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში