შშმ პირების მატერიალური დახმარება-ენმ-ს ინიციატივა

11 ივნისი 2019, 18:25 2377 ნახვა

ხულოს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის 100 ლარიანი მატერიალური  დახმარების დანიშვნას ითხოვს. ირაკლი ჯორბენაძის მტკიცებით, ყოველთვიური ფულადი დახმარებით  50 ბენეფიციარი მომვლელის დაქირავებას შეძლებს.

ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო  დაწესებულებების ადაპტირებასაც  სთხოვს.  მოთხოვნების საპასუხოდ ხულოს ახლადარჩეული მერი განმარტავს, რომ  მსგავსი  პროგრამებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში