საპროტესტო აქცია სასამართლოსთან

12 ივნისი 2019, 12:00 1386 ნახვა

კომპანია სვეტის მენაშენეების ნაწილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები  ბათუმის მერიის იმ გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც  თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურმა  კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მერიის წინააღმდეგ მენაშენეების ადმინისტრაციულ სარჩელს  მოსამართლე  ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.  
 

გამწესრიგებელი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. მენაშენეები მიიჩნევენ, რომ დაზიანდა მათი ინტერესები და  ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ  გაითვალისწინოს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა  და  შპს სვეტის ძირითადი საქმის განხილვის  დასრულებამდე  აღნიშნული ბრძანება გააუქმოს.

თამარის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსს კომპანია ''სვეტი'' აშენებდა, სადაც მოქალაქეებმა ბინები წინასწარ შეიძინეს და თანხაც გადაიხადეს. 2018 წელს კომპანიის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით  ფინანსურმა პოლიციამ დააკავა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში