დაზიანებული ბანერი საარჩევნო შტაბზე

22 აგვისტო 2016, 00:00 2571 ნახვა

გიორგი კირთაძეს ბათუმში საარჩევნო შტაბზე დღეს ბანერი დაზიანებული დახვდა. მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, იგი ამბობს, რომ თუ მომხდარში სახელისუფლებო პარტიის შტაბის წევრები არ არიან გარეული, დამნაშავის სწრაფი გამოვლენა ძალოვანებს არ უნდა გაუჭირდეთ. ბრალდებაზე სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ “ქართულ ოცნებაში”, თუმცა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას  გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში