ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ თუ გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავენ, მას ლეგიტიმურ ჩარჩოებში მოაქცევენ

13 ივნისი 2019, 17:27 1547 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მედია საშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოთ. პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ თუ შეზღუდვა დაწესდება, "მას ლეგიტიმურ ჩარჩოებში მოექცევენ".   

„სიძულვილის ენა, არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი. ამოცანა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი  ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილის ენით ისაუბროს და მეორეს მხრივ,  გამოხატვის  თავისუფლებას შორის.  ეს არის პრობლემა ჩვენს მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ კულტურაზე, როცა  მედიაში ან პოლიტიკაში  ამ მასშტაბითაა წარმოდგენილი სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე.

როდესაც  საქმე  ეხება გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში.ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას და კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს  ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის კომენტარისას განუცხადა. ინიციატივა „მაუწყებლის შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა  პარლამენტში რამდენიმე თვეა  შეჩერებულია.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის ბედით დაინტერესდება და  განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში