ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიში

22 აგვისტო 2016, 00:00 2727 ნახვა

ბიუჯეტის მეორე კვარტლის ანგარიშის განხილვას ხმაური მოჰყვა ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციამ კითხვები ქალაქის სანდასუფთავების სამსახურისა და იპოთეკით დაზარალებულების პრობლემაზე დასვა, რასაც გამგებლის მოადგილემ უპასუხა, რომ საქართველოს ბანკთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ პირებთან. გარდა ამისა, დღეს საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ სანდასუფთავების სამსახურს დაემატა მანქანები და ნაგვის ურნები. არსებული მონაცემებით ბიუჯეტის მეორე კვარტალი 160 % ით შესრულდა. ოპოზიციამ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლაც მოითხოვა. 

ამავე კატეგორიაში