ბათუმის საკრებულოს პასიური და აქტიური წევრები

14 ივნისი 2019, 18:15 2080 ნახვა

ბათუმის საკრებულოში  დეპუტატთა ნახევარზე მეტი პასიურია -  ასეთია საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის კვლევის შედეგი. 13 დეპუტატს 2019 წლის იანვრიდან მარტამდე არცერთი საკითხის ინიცირების სურვილი არ ჰქონია, არც განცხადება გაუკეთებია და არც შეკითხვა გასჩენია. მათ შორის არიან როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ფრთის დეპუტატები.

ხმაურიანი კვლევის თანახმად, 13 კანონმდებლისთვის 3 თვის განმავლობაში ხელფასის სახით 68 200 ლარი გაიცა. დეპუტატთა ნაწილი კვლევას არ ეთანხმება, ნაწილი კი „მთავარის“ დასმულ კითხვებს იუმორით პასუხობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში