პროტესტი ღირსების ორდენით დაჯილდოებული პროკურორის გამო

14 ივნისი 2019, 21:06 1478 ნახვა

გადაწყვეტილება, რომლის გამოც საქართველოს პროკურატურას განმარტებების გაკეთება მოუხდა. საქმე ეხება ფაქტს, რომელიც უსამართლობის განცდას იწვევს საზოგადოებაში.

გენერალური პროკურატურის წარდგენით საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით პროკურორები დააჯილდოვა, მათ შორისაა ფრიდონ ქარცივაძე. იგი პოლიტპატიმრების საქმეს კურირებდა აჭარაში, შესაბამისად პირველ რიგში კითხვები რა თქმა უნდა ყოფილ პოლიტპატიმრებს უჩნდებათ - ცოტნე ანანიძე და დიმიტრი ჭეიშვილი, რომლებიც ამავე ხელისუფლებას წარმოადგენენ  წარმომადგენლობით ორგანოებში, ფიქრობენ რომ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ცნობისთვის, ქარცივაძეს ჯილდო 2014 წელსაც აქვს მიღებული, მაშინ მთავარი პროკურორისგან. დაფასებული პროკურორის, მკაცრად გაკრიტიკებული საქმეები წარსულიდან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში