„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მაგრამ არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან“

15 ივნისი 2019, 20:34 1657 ნახვა

"მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაცია. არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დისკრიმინირებული", — საქართველოს პრეზიდენტი ასე აფასებს, გუშინ, 14 ივნისს კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს. თბილისში, ლგბტ-პრაიდის ორგანიზატორები და თემის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები,  რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას ითხოვდნენ და ხელისუფლებას განცხადების გაკეთებას სთხოვდნენ. აქციას დაუპირისპირდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს, მათ "სატანებსა და გარყვნილებს" ეძახდნენ, ესროდნენ ბოთლებსა და კვერცხებს. პოლიცია აქციის მონაწილეებს კონტრაქციის მონაწილეებისგან იცავდა, რამდენჯერმე კორდონის გარღვევის სურვილისა და პოლიციისადმი დაუმოჩილებლობის გამო კი, მოუწიათ 28 ადამიანის დაკავება, რომელთაგან 21 გუშინვე გაათავისუფლეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან: "ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება"

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში