უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის თარიღი უნდა განსაზღვროს

17 ივნისი 2019, 12:01 1115 ნახვა

უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის   აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების ანგარიშს მოუსმენს.  ამასთან მთავრობის საქმიანობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.

თორნიკე რიჟვაძეს ამას ახალი რეგლამენტი ავალდებულებს, მას შე,დეგ რაც აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა. კონკრეტული  თარიღები დღეს ბიუროს სხდომაზე  ჩაინიშნება, რომელიც ამ წუთებში იწყება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში