საქსტატის მტკიცებით, მოქალაქეებს ხელფასი ყველა სფეროში მოემატათ

17 ივნისი 2019, 12:56 2910 ნახვა

2019 წლის  3 თვის მონაცემებით  საქართველოში საშუალო თვიური  ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33  ლარით გაიზარდა - ინფორმაციას   საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათი მტკიცებით   ხელფასების ზრდა  ფიქსირდება თითქმის ყველა სექტორში. აქედან ყველაზე მაღალანაზღაურებადად  სამსახურს  მიაჩნია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი). შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

ხელშეკრულების მქონე პირთა  საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში -1151.9 ლარია, რას წინა წელთან შედარებით 45 ლარით მეტია.

ეს საქსტატის ოფიციალური მონაცემებია. 2018 წლის პირველ კვარტალში,  ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2, 41 დან 2, 50 -მდე მერყეობდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი  ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ  2.63 დან 2, 66-მდე იყო.  

ქართულ ბაზარზე საქონლის დიდი წილი იმპორტირებულია, დოლარის კურსი პირდაპირ აისახება პროდუქციის ფასზე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში