სახალხო დამცველი: „შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა“

17 ივნისი 2019, 18:02 1674 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა - ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს, თავად უწყებას ამ დრომდე რაიმე ტიპის განცხადება არ გაუკეთებია.

''შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით ორგანიზაციებში.

კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი შსს-ს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება მათი უსაფრთხოების დასაცავად. რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა”,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

მიუხედავად იმისა, რომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ვერის ბაღში ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მაინც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ, ქუჩებში პატრულირების დაწყების იდეის ავტორი ბიზნესმენი ლევან ვასაძეა, მიზანი, როგორც განმარტავს, სამშობლოსა და ტრადიციების დაცვაა. საკითხზე შეფასებები დღესაც გაკეთდა, მათ შორის მთავრობის სხდომაზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში