დავით სერგეენკო ამბობს რომ თანამდებობიდან მიდის

18 ივნისი 2019, 12:07 1713 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია დავით სერგეენკომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა და  ისიც თქვა, რომ  დღესვე პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება. სერგეენკო ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერთან დიდი ხანია მიმდინარეობს.

გუშინ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ გუნდში ახალი სისხლი სჭირდებათ.  ჯანდაცვის მინისტრი  ამბობს, რომ რჩება გუნდში და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს  მისი გადაყენება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩავარდნას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში