ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახდა

18 ივნისი 2019, 14:13 3709 ნახვა

მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც მანამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

ტიკარაძემ დავით სერგეენკო ჩაანაცვლა. 

სამთავრობო ცვლილებების შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე ისაუბრა. 

''ქართული მედია ხართ პირველი, რომლებიც შეიტყობთ საკადრო გადაადგილების შესახებ. გვაქვს ცვლილება, დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს კი დაიკავებს ეკა ტიკარაძე. ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები რაც ჩვენმა გუნდა 2012 წლიდან გაატარა განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია'' - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი იყო. ის კლინიკაში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იყო დასაქმებული. 

„გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა.

ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ წარდგენისას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში