ენერგოეფექტური შენობები ბათუმში

18 ივნისი 2019, 15:23 1577 ნახვა

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის  მემორანდუმი დღეს პროექტ - „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“ ფარგლებში გაფორმდა.

პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას საჯარო შენობების, ძირითადად საბავშვო ბაღების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზების მიზნით.  სადემონსტრაციო პროექტი საგრანტო ფონდებით ფინანსდება. გრანტის ოდენობა  5.722 მილიონ ევროს შეადგენს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში