ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დიპკორპუსთან

18 ივნისი 2019, 18:29 1000 ნახვა

საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე საკუთარი ხედვა ოპოზიციური პარტიების წევრებმა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს. ოპოზიციის წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითხოვენ.

ოპოზიციამ ამ მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა და 250 მოქალაქის ხელმოწერა პარლამენტს წარუდგინა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცვლილებები განიხილოს და საარჩევნო სისტემა შეცვალოს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში