ქობულეთის სანაპიროს ნაწილი კვლავ მოუწესრიგებელია

18 ივნისი 2019, 21:41 2261 ნახვა

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე კი სამუშაოები ჯერ კიდევ არაა დასრულებული., მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები 850-მეტრიან მონაკვეთზე, საუბარია სკვერების, კიბის და ბორდიურების, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებზე.

ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ ყველა სამუშაოს უახლოეს დღეებში დაამთავრებენ, ივლისიდან კი სანაპირო სრულად მოწესრიგებული იქნება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში