რითი ამაყობს და რას მიიჩნევს აჭარაში პრობლემურად - თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს ანგარიშს აბარებს

19 ივნისი 2019, 13:01 1393 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების წინაშე პირველ ანგარიშს აბარებს. სიტყვის დაწყებისთანავე, თორნიკე რიჟვაძემ ​დააანონსა, რომ რეგიონში არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრებდა, თუმცა მანამდე საამაყო პროექტები ჩამოთვალა.

ასეთ სამი პროექტი აღმოჩნდა - სამივე ქალაქების მშენებლობას ეხება. ერთი "ოცნების ქალაქში" უნებართვოდ შესახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობაა. "1000 ბავშვი მალე სათანადო პირობებში იცხოვრებს და ეს არის ის დაპირება ნდობის გამოცხადების დღეს დავდე, რაც დაპირებაც გავეცი შევასრულე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მეორე საამაყო პროექტი თორნიკე რიჟვაძისთვის ქობულეთში - "მწვანე ქალაქის" მშენებლობის საკითხია.

მესამე საკითხიც ქალაქის მშენებლობას ეხება, რომელიც ჯერ მხოლოდ დაანონსებულია - "განათლებისა და ოცნების ქალაქის" შექმნა. ეს პროექტი ცენტრალურ მთავრობას ეკუთვნის, აჭარის მთავრობა სახელოვნებო სკოლის აშენების ნაწილში ერთვება.

დაანონსების მიუხედავად, ისეთი კონკრეტული არ ყოფილა პრობლემების ჩამონათვალში მთავრობის თავმჯდომარე, როგორც საამაყო პროექტებისას. აჭარაში არსებული საკითხებად, ის გამოწვევები დაასახელა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებას აქვს გაცხადებული - სოციალური სიდუხჭირე და უმუშევრობა. 

თქვა, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტები აქვთ შემუშავებული, რომელიც, მისი მტკიცებით, 2 წელში მინიმუმ 600 სამუშაო ადგილს შექმნის. 

ანგარიშის წარდგენა მტავრობის თავმჯდომარემ უკვე დაასრულა, მოხსენებისთვის 40 წუთი გამოიყენა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში