ღირსების მარში და მარათონი თბილისში ერთ დღეს გაიმართება 

19 ივნისი 2019, 13:14 2144 ნახვა

თბილისის მერმა, კახი კალაძემ თქვა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 23 ივნისს, თბილისში მარათონი გაიმართება.

სწორედ აღნიშნულ დღეს სრულდება LGBTQI პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორისაა  "ღირსების მარში". 

კალაძის თქმით, მსგავსი სახის მარათონი გასულ წელსაც ჩატარდა.  ქალაქის მერმა სპორტულ აქტივობაში ჩართვისკენ მთავრობის წევრებსაც მოუწოდა.  

მარათონი სტარტს რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს და ახლად რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დამთავრდება. რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გარბენი 10:00 საათზე დაიწყება. 

თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღირსების მარში 23 ივნისს გაიმართება, თუმცა ამ ეტაპისთვის, ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროვებული არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში