შესაძლოა საქართველოში აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული - მაიკლ კარპენტერ

19 ივნისი 2019, 15:34 1682 ნახვა

შესაძლოა ერთ დღეს გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული რუსეთის მიერ - ამის შესახებ ტვიტერში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტვიტერში წერს. 

ამერიკის ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა,  მაიკლ კარპენტერმა პოსტი ტვიტერზე საქართველოში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ დაწერა.

მისი შეფასებით, საქართველოს არ აქვს გააზრებული რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგები, რადგან ძალიან ბევრი "ტურისტია" საქართველოში" და ძალიან ბევრი მიწა აქვთ ნაყიდი რუს ბიზნესმენებს, შესაბამისად შესაძლოა ერთ დღეს აღმოჩნდეს, რომ რუსეთს საქართველოს არა 20%, არამედ 100% აქვს ოკუპირებული. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში