რუსი დეპუტატების ვიზიტს ოპოზიცია პროტესტით ხვდება

19 ივნისი 2019, 18:18 1663 ნახვა

რიგით 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა  სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით რამდენიმე წუთში გაიხსნება. ღონისძიებაში 24 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორის რუსეთის დუმის წევრი, სერგეი გავრილოვიც, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია.

ოპოზიციის თქმით,  გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, რის გამოც  ასამბლეაში  მონაწილეობას ისინი არ აპირებენ. ფაქტი უკვე გააპროტესტეს  ცერემონიების სასახლესთან ოპონენტებმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში