კობახიძის ადგილას ჩემით წავიდოდი - სალომე სამადაშვილი

20 ივნისი 2019, 13:14 1876 ნახვა

არ ვიცი რა სინდისით დაჯდება ირაკლი კობახიძე იმ სკამზე - ამბობს ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი. სალომე სამადაშვილის განცხადებით მომხდარზე პასუხისმგებლობა ''ქართული ოცნების'' წევრებს და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

''ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, უმრავლესობის წევრებით დამთავრებული ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს პარლამენტში მოხდა. ეს იყო ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მოვლენა. რუსი ოკუპანტი დასვეს პარლამენტის სპიკერის სკამზე. არ ვიცი ირაკლი კობახიძე რა სინდისით დაჯდება იმ სკამზე კიდევ ოდესმე, ამიტომ მის ადგილას თვითონ წავიდოდი, უმრავლესობასაც დავტოვებდი და სპიკერის პოსტსაც'' - ამბობს სამადაშვილი. 

დღეს ღირსების აქცია იგეგმება. სამადაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლა 19:00 საათზე პარლამენტთან ჩაინიშნა. 

''ეს არ არის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქცია. ჩვენი ქვეყნის ღირსება უნდა დავიცვათ და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი ვცეთ'' - ამბობს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში