ბოლო ორი საათის განმავლობაში, რაც ხდება ეს ძალადობაა, პროვოკაციაა - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:48 1613 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი საზოგადოების დიდი ნაწილის გულწრფელ პროტესტს იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ პროცესებს ვიწრო პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ. 

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მშვიდობიანი პროტესტით დაწყებული აქცია, ბოლო ორი საათის განმავლობაში ძალადობაში გადაიზარდა. 

''რაც დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიხილეთ ეს არის სრულიად მიუღებელი. ერი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი და თითოეული ქართველში გამოიწვია ის ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვია. მე ვარ მათ მიმართ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრთან. საქართველოს ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პროტესტი და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ეს იყო გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ის რაც ახლა ხდება ეს არის ძალადობა, მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფებმა საქართველო გაიყვანოს სტაბილური ჩარჩოებიდან.

მე მივმართავ ახალგაზრდებს თაობას, რომელიც არის საქართველოს მომავალი, რომელიც არის ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელი. მინდა ვუთხრა მათ მე ვარ თქვენს გვერდით, იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს გვაქვს საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან.

საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ჩვენ ამას არასოდეს შევურიგდებით. სამართლიან პროტესტს ჰქონდა ადგილი და ახლაც აქვს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილში, მათ შორის ჩემშიც, მაგრამ ძალადობა ეს არის მიუღებელი და ამას ექნება ადეკვატური პასუხი.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას. მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და ჩემთვისაც ეს ფაქტი იყო ძალიან მიუღებელი და ბუნებრივია ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს არის იმის მაგალითი, რომ ჩვენ გვაქვს საქმე პროვოკაციასთან'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში