აქციაზე 52 ადამიანი დაშავდა - ჯანდაცვის სამინისტრო 

21 ივნისი 2019, 01:23 2079 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე კიტარიძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი დავით სერგეენკო, ამ წუთებში, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და პაციენტების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები ისროლა. 

სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს. 

 

 

 

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში